რუსთავის ურბანული განვითარება

რუსთავის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობები, – თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით მიმდინარე რეფორმა, ამჯერად არქიტექტურის სამსახურში იწყება. პრეზენტაცია რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. თანამედროვე ელექტრონული სერვისები, ღია კონკურსები, ეკოლოგიური პაკეტები, მწვანე ქალაქის კონცეფცია და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა – ასეთი იქნება რეფორმის პირველი ეტაპი. ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, არქიტექტორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.