მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური აღმოჩენა.
სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე ხუთწლიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ საქართველოში აღმოჩნდა.
საუბარია დმანისში 1983 წელს ნაპოვნ მარტორქის კბილის მინანქარზე, რომლის გენეტიკური ინფორმაცია მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათები აღადგინონ.
ისტორიული მნიშვნელობის ამბავმა, რომელიც მსოფლიომ ჟურნალ „ნეიჩერიდან“ გაიგო, საერთაშორისო პრესა მოიცვა.