უნგრეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ესტუმრება. მას გიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაუწევს.
იანოშ ადერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამ წუთებში ის პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, მანამდე კი აუდიენცია შედგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. უნგრელმა სტუმარმა ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას. ზურაბიშვილის ინფორმაციით, განხილვის ყველაზე მთავარი საკითხი საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარებაა იყო. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზეც.