გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი.
ძირითად მიზეზად კოვიდ-პანდემიის გამო გაჩერებული ბიზნესის ნაწილი სახელდება. შედეგად ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა.
ძირითადად სამუშაო ადგილების შემცირება ტურიზმის სფეროს უკავშირდება, რომელიც „კოვიდ-19“-მა ყველაზე მეტად დააზარალა. უმუშევრობის მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესებულია. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა სოფლებში.