უმრავლესობის სხდომა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებზეც იმსჯელეს.