ქვეყნის განვითარების რა გრძელვადიანი გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას – ამის შესახებ მსჯელობდნენ დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით ბორჯომში შეკრებილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრები.
სახელმწიფო უწყებებმა კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო ნაბიჯები წარადგინეს. გრძელვადიანი გეგმის დეტალები პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენისას გახდება ცნობილი.
ნათია ქენქაძე მუშაობდა თემაზე.