პრეზიდენტის მიერ ემანუელ მაკრონის საქართველოში მოწვევას და დადებულ ვეტოს სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ იმ ერთადერთი ჩანაწერით, რომელიც ზურაბიშვილმა პროექტში გააკეთა, დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს. „ფეისბუქ- პოსტში ვკითხულობთ: „სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო! ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?“ – წერს მდინარაძე.