სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს თბილისში იწვევს

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში მოიწვია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ ემანუელ მაკრონი საქართველოში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაპატიჟა. ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მაკრონი დედაქალაქში ჩამოსვლას მას ჯერ კიდევ 2018 წელს დაჰპირდა. „სასწორზე მხოლოდ საქართველო არ არის, ეს კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია საბჭოთა მენტალიტეტისგან და რუსული გავლენისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისთვის. მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველი მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს.“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.