პარტიის შემდეგ დავით ჭიჭინაძეს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებსაც დაატოვებინებენ.
მმართველი გუნდის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე უმრავლესობაში ყოფნა თავად დეპუტატისთვისაც უხერხული უნდა იყოს.
უკვე დაანონსებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად ჭიჭინაძე, რომელიც თანაგუნდელებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს და კომკავშირლებად და პიონერებად მოიხსენიებს.
განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი ამჯერადაც პარლამენტის თავმჯდომარეა. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური უთანხმოება სამართლებრივ სივრცეში გაგრძელდეს.
დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.