უმრავლესობის გადაწყვეტილება - საერთაშორისო გამოხმაურება

მწვავე საერთაშორისო რეზონანსი პოზიტიურმა გამოხმაურებებმა შეცვალა.

უცხოელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. დღეს გავრცელებულ განცხადებებში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტები ევროინტეგრაციის გზასთან და ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადი იყო. საერთაშორისო პარტნიორები ახლა პოლიტიკოსებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 პუნქტის გარშემო კონცენტრირებისკენ და ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ. კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე დღეს ქვეყანამ ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერის და გვერდში დგომის გზავნილებიც მიიღო.