საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს. „ქართული ოცნება“ რომ ვეტოს დასაძლევად ემზადება, ეს ცნობილი ჯერ კიდევ გასულ კვირას, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან გახდა. პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბაკის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის გაჭიანურების პროცესი გახდა.