უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: კორონავირუსის ახალი ე.წ. ინდური შტამის გამო უკვე ერთი კვირაა, ქვეყანაში ყოველდღიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი კი საშუალოდ 2 800-ს შეადგენს. დაღუპულთა ცხედრებს ინდოეთის დედაქალაქის ქუჩებში წვავენ, კლინიკებში ადგილები აღარ არის, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფის ზღვარზეა. ინდოეთი დახმარებას ითხოვს. ჟანგბადისა და სუნთქვის აპარატების პარტია დღეს ქვეყანამ ამჯერად დიდი ბრიტანეთისგან მიიღო. ეპიდ-აფეთქება ინდოეთში მარტის ბოლოდან, ანუ შეზღუდვების შემსუბუქების და საზღვრების გახსნის შემდეგ დაიწყო.