საგამოცდო სისტემის გარდა ცვლილებებია მოსალოდნელი უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის სფეროშიც.
უნივერსიტეტების ავტორიზაცია მომავალში ახალი მოდელით მოხდება, რისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ორწლიან რეფორმას ამზადებს. რეფორმის მთავარი მიზანია, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში გაწევრიანდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ცენტრის მიერ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გაცემული დიპლომები ევროპული უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომს გაუთანაბრდება.