ახალი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის.
უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დისტანციურად მიღება საქართველოს მხრიდან აღიარებული იქნება. ინიციატივა უკვე კანონპროექტად იქცა. განხილვები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ცვლილებების მიხედვით, ცალკეული სასწავლო დისტანციური პროგრამები ქართულ უნივერსიტეტებში დასაშვები იქნება. ადგილობრივ თუ უცხოეთის უნივერსიტეტებში ონლაინ-პროგრამების გავლის შესაძლებლობის დანერგვას და ამ გზით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას სფეროს ექსპერტები დადებითად აფასებენ, მითუმეტეს კოვიდ-პანდემიის გამოცდილების გათვალისწინებით. კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არც პარლამენტში ჰყავს.