ქართველი სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ

ქართველი სტუდენტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ.

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის რვა უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტს აერთიანებს, მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს სხვადასხვა უწყებებთან, მიაწოდოს რჩევები, შესთავაზოს ახალგაზრდული იდეები და რეკომენდაციები.

სტუდენტების თქმით, ხელისუფლება და სხვა ინსტიტუციები მათ რესურსსა და პოტენციალს ნაკლებად იყენებენ. მათი შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა რჩება, რასაც სტუდენტების განცხადებით, 2016 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.

სტუდენტები მიესალმებიან წლევანდელი წლის დიალოგის და საყოველთაო ჩართულობის პერიოდად გამოცხადებას და იმედოვნებენ, რომ მათი ინიციატივას გამოხმაურება ექნება და შეძლებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის დაწყებას.