უკრაინა მზად არის რუსეთთან ურთიერთობაში დათმობაზე წავიდეს, თუკი მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები იქნება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ეს მოთხოვნები უნდა იყოს რაციონალური და კანონიერი. დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ უკრაინას კონსტრუქციული მიდგომა აქვს, თუმცა ვერ წავლენ ისეთ დათმობაზე, რომელსაც უკრაინის სახელმწიფოს განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია, მათ შორისაა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. უკრაინელი დიპლომატი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარზე ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, მოკავშირეები ეკონომიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ უკრაინას და საჭიროების შემთხვევაში არმიის გაძლიერებაშიც დაეხმარებიან.