საპარლამენტო პარტიები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ორი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. თავდაპირველად გაცხადდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე და არსებობდა კონსენსუსის შესაძლებლობაც. თუმცა ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, მმართველმა გუნდმა რეზოლუციის პროექტში შეიტანა შესწორებები, რომლებსაც ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. „ქართული ოცნება“ დღეს მის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს.
დეპუტატების პოზიციები მანანა დევაძემ მოისმინა, დეტალებს ის პირდაპირ ეთერში გვეტყვის.