ჰუმანიტარულ კამპანიაში ერთვებიან ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეო ქეისი“ და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“. ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფ უკრაინას. გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემა საქართველოში უკრაინის საელჩოს.