ქართული პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებას ვერც უკრაინის საკითხზე ახერხებს. საქართველოს მხრიდან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა ისევ ურთიერთბრალდებების და მწვავე დისკუსიის საგანია. ბრალდებების ფონზე მმართველი პარტია ოპონენტებს სთხოვს, დაასაბუთონ კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერა უნდა გამოხატოს უკრაინის მიმართ ხელისუფლებამ, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა. ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებას“ საკუთარ ხედვას სთავაზობს. მათ შორის რამდენიმეპუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა ფრაქცია „ლელომ“.