უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება.

ორგანიზატორების თქმით, მიზანია -„ყოველკვირეული პოლიტიკური აქციების და სხვადასხვა შენობის შტურმებისგან“ განსხვავებული აქცია გამართონ.

მიტინგის მონაწილეებს არ უჭირავთ პოლიტიკური პარტიების დროშები, არ ისმის ლოზუნგები. მოქალაქეებს ყავით და როშენი-ის პროდუქციით უმასპინძლდებიან.

აქციას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ მსგავსი დემონსტრაციები, მის წინააღმდეგ შევარდნაძემაც მოაწყო, „თუმცა შემდეგ მას სამარცხვინოდ მოუწია თანამდებობის დატოვება“, – წერს ოდეისს ოლქის ყოფილი გუბერნატორი.