პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.