„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - პარლამენტთან აქცია გაიმართება
პარტია „ევროპული საქართველო“ „ტაბულასთან“, „თავისუფლების ინსტიტუტთან“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასთან“ ერთად, 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ აქციას გამართავს სახელწოდებით – „უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“. აქციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათი განცხადებით, აქციაზე მისული მოქალაქეები მოისმენენ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი – ეკრანზე გავა ვიდეორგოლები, რომელიც თავისუფლებისთვის ორი ქვეყნის თაობათა ბრძოლას ასახავს.