უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი ამ დრომდე გაურკვეველია
უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი ამ დრომდე გაურკვეველია.
გუშინ, კიევიდან თბილისის მიმართულებით, რამდენიმე რეისი განხორცილდა, თუმცა არც ერთი რეისით საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეები არ ჩამოსულან.
საქართველოს 9 მოქალაქესთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება და უცნობია განხორციელდება თუ არა მათ ჩამოსაყვანად კიევიდან სპეც-რეისი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ჩვენი მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ ქვეყნიდან გამოაძევეს.
პროცესში ჩართული იყო უსაფრთხოების, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები.
საქართველოს მოქალაქეების გამოძევების მიზეზად, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. დეპორტირებულებს შორის ოპერატორი თამაზ შავშიშვილიც არის.
დღეს კიევიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი უნდა შესრულდეს.
ჯერ ისევ გაურკვეველია იქნებიან თუ არა ბორტზე საქართველოს მოქალაქეები.