უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ჯარისკაცის გადმოსვენებისათვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ქართველი დიპლომატის განცხადებით, ამ დროისათვის ცხედარი პროზექტურაშია და მას სამშობლოში პოლონეთის გავლით გადმოასვენებენ. დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში შეტაკებისას დაიღუპა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი, ვეტერანი მებრძოლი, წარმოშობით სოხუმიდან იყო. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხს, რომელიც მარიუპოლში გარდაიცვალა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.