უკრაინაში ხელისუფლების იმპიჩმენტის მოთხოვნით, კვლავ საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან
უკრაინაში მორიგი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელისუფლების იმპიჩმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მოლაპარაკებების მომხრეა, ის აცხადებს, რომ რამდენიმე საკითხზე კომპრომისს გამორიცხავს.
მათ შორის არის კორუფციაში ჩართული პირების დასჯა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა. ვისთან გამართა დღეს შეხვედრები მიხეილ სააკაშვილმა და რა გეგმები აქვს მას უახლოეს მომავალში, ამას გურამ როგავა გვეტყვის, რომელიც კიევიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება.