უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ამერიკის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყება წერს, რომ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინის სახმელეთო გზით დატოვება, რამდენიმე ვარიანტი აქვთ. საელჩო მათ სთავაზობს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მიმართულებებს და საჭირო რეგულაციებსაც აცნობს.
28 იანვარს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს, „არ გააძლიერონ პანიკა“ რუსეთთან ომის გამო, რადგან ეს ზიანს აყენებს უკრაინის ეკონომიკას. ზელენსკიმ ასევე შეცდომა უწოდა უკრაინიდან გარკვეული ქვეყნების საელჩოების ზოგიერთი თანამშრომლის ევაკუაციას და აღნიშნა, რომ უკრაინა „არ არის ტიტანიკი, საიდანაც უნდა გაიქცნენ“.