უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. სიმშვიდისაკენ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დასავლეთის რეაქციით უკმაყოფილოა. ოფიციალურ მოსკოვს კი კიევიდან მიმართეს, რომ ომზე ფიქრის ნაცვლად, უმჯობესია საკუთარ ხალხზე იზრუნოს. ეს განცხადება დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაორმაგებასა და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს დიდი ბრიტანეთი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ეს რუსეთისათვის მკაფიო გზავნილი იქნება.
რა ხდება ამ დროისათვის უკრაინაში, – ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე – ბოლო ინფორმაციით კიევიდან.