კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს. როგორც სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, სერგეი დემედიუკმა განაცხადა, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებ გვერდებზე განხორციელებული შეტევების დროს, იმავე ტიპის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ. მისი თქმით, ის დაჯგუფება, რომელიც თავს დაესხა უკრაინულ ვებ გვერდებს, დაკავშირებულია ბელარუსის სპეცსამსახურებთან და მათ წარსულში იერიშები მიიტანეს ლიეტუვაზე, ლატვიასა და პოლონეთზე. უკრაინის სამთავრობო ვებ გვერდებზე კიბერიეირიში 14 იანვარს მიიტანეს. კიბერშეტევის შედეგად, უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განათავსეს წარწერები -„გეშინოდეთ და დაელოდეთ უარესს“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებ გვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უწყებამ განცხადება „თვითერზე“ გაავრცელა.