ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები.
პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები მთელო ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გერგეთშიც, კოტეჯების მიმდებარედ, სადაც დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
პროცესს მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლება უწევს. სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებიც ჩავიდნენ და მიმდინარეობს ღვარცოფული მასის და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა.