გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო, რუსთავში რამდენიმე ქუჩას პრობლემები შეექმნა. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნალექმა ქალაქში ქვიშა და შლამი ჩამოიტანა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მელიქიშვილის ქუჩაზე. ადგილობრივები აქ სანიაღვრე არხების გაწმენდას და გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. მაშველები და რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები მძიმე ტექნიკით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ამ დრომდე მუშაობენ.