უხვი ნალექი ბათუმში 

უამინდობაა აჭარაში.

ბათუმში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა. პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია კომპანია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები. ამოტუმბვითი სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.