უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია. ის ახლა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით, უწყების განმარტებით, ფუნქციონირებდა ცხელი ხაზის მექანიზმი და ამოქმედებული იყო ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.

გიორგი ტერაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ დააკავეს.