ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების თქმით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს.