თბილისში ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე მდებარე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილება მიღებულია. ადგილობრივებს დღეს მერიის თანამშრომლები უკვე შეხვდნენ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილოებით, პროცესი სხვა უბნებსაც შეეხება.