ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი დღეს დილიდან გაიხსნა. დე ფაქტო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების გამო, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას თითქმის სამი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. ახლა მიმოსვლა შეუზღუდავად ხორციელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მოინახულონ ოჯახის წევრები, ახლობლები, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის სამედიცინო მომსახურებით. ამ რეჟიმით სარგებლობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი.