ვლადიმერ პუტინის ახალი გეგმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირეში მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზა განათავსოს, ოფიციალური თბილისის შეშფოთებას იწვევს.
ქართული მხარე კრემლის გეგმას ოკუპაციის გაგრძელებად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აცხადებს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მორიგი პროვოკაციული გადაწყვეტილების შესახებ ესპანეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროპელ პარტნიორებსაც. მმართველ გუნდში კი მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდეს. დასავლეთს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმაც.
საგანგაშოდ ფასდება გავრცელებული ინფორმაცია ოპოზიციაში, სადაც რუსეთთან არსებული პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ.