უკანონო პატიმრობა

უკანონო გადაწყვეტილება – ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. მათივე ცნობით, უკვე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ირაკლი ბებუა ოკუპირებულ გალის რაიონში, 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს, ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკავეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.