უკანონო მშენებლობის დემონტაჟი ე.წ. აფრიკის დასახლებაში
ხმაური სამგორის რაიონში. ე.წ. აფრიკის დასახლებაში მერიამ თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თბილისის მერია გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით ამყარებს, რომ 12 ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე უნებართვოდ იყო აშენებული და იქ ჯერ არავინ ცხოვრობდა. ამ ფაქტს არც ადგილობრივები უარყოფენ, თუმცა, ხელისუფლებას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ, რომელიც სწორედ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის მოგვარებას ეხებოდა. დემონტაჟის პროცესს მწვავე პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა.