უკანონო მიგრაციის მცდელობის ფაქტი

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, ერთი – თურქეთის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.