ისევ უცვლელია ვითარება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სადაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საგუშაგოები ქარელის მუნიციპალიტეტში დაამონტაჟეს, უფრო კონკრეტულად კი, ოკუპანტებმა სათვალთვალო ჯიხური სოფელ ატოციდან სამ კილომეტრში ჩადგეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დღეს აღარ გამოჩენილან, თუმცა სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზიც. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც.