შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 20 პირი, ერთი კი – მხილებულია. სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა, მათ შორის საბრძოლო ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღები ამოღებულია შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოსა და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა აწარმოეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.