უიმედო ვალების ჩამოწერა - პოლიტიკური შეფასებები

პრემიერის მიერ დაანონსებული პროექტი უკვე გახდა პოლიტიკური სპეკულაციების და ინტერპრეტაციების საგანი.

ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლების გეგმა არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება და დაპირებად დარჩება.

პასუხად „ქართული ოცნება“ ოპონენტებს პრემიერის მიერ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს გადადგმულ ნაბიჯებს და თვეების წინ დაანონსებულ ინიციატივებს ახსენებს, რომლებიც სწორედ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას ეხებოდა.