უგულავას სასამართლო პროცესი

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა დღეს გიგი უგლავას სასამართლო. სხდომაზე ერთი ექსპერტი და აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა. მათ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრეს. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებს მომხდართან პირდაპირი შემხებლობა არ ჰქონიათ. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.