ქართული მხარის ინიციატივა

სტრასბურგში, ასოცირების კომიტეტის სხდომა გრძელდება. კომიტეტი, დღის მეორე ნახევარში შემაჯამებელ დოკუმენტს მიიღებს, რომელშიც საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იქნება ასახული. პარალელურად, კეთდება განცხადებები გიგი უგლავას საქმესთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივაზე, რომელიც ევროპარლამენტის სპეციალური ჯგუფის საქმეში ჩართვას გულისხმობს.