სამეგრელოში თერმული წყლები უსარგებლოდ იღვრება.
მენჯი, ცაიში, ნოქალაქევი, ქვალონი, ჟინოტა – რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სამკურნალო თვისებებით ცნობილი წყლების ჭაბურღილები ახლა უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ნანგრევებად არის ქცეული წლების წინ მოქმედი სანატორიუმებიც. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჰყვებიან, ბალნეოლოგიური კურორტებით უცხოელი ინვესტორები რამდენჯერმე დაინტერესდნენ, თუმცა, საინვესტიციო გეგმები იდეის დონეზე დარჩა.