უფასო სასადილოების საკითხი - „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს მიმართავს
საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მიმართავს თბილისის მერს, გააუქმოს ის ტენდერები, რომლებიც გამგეობებმა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გამოაცხადეს.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, კახა კალაძემ გააგრძელა ნარმანიას პრაქტიკა, როდესაც ბენეფიციარებისთვის დღიური კვებისთვის 1 და 18 თეთრი იყო გამოყოფილი. პარტია ამ თანხის მინიმუმ 3-ჯერ გაზრდას ითხოვს.
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ სასადილოებისთვის განკუთვნილი დღიური თანხის ოდენობა გადაიხედოს.