უფასო სასადილოების საკითხი – „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს მიმართავს

15:18, 04.12.2017

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მიმართავს თბილისის მერს, გააუქმოს ის ტენდერები, რომლებიც გამგეობებმა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გამოაცხადეს.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, კახა კალაძემ გააგრძელა ნარმანიას პრაქტიკა, როდესაც ბენეფიციარებისთვის დღიური კვებისთვის 1 და 18 თეთრი იყო გამოყოფილი. პარტია ამ თანხის მინიმუმ 3-ჯერ გაზრდას ითხოვს.

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ სასადილოებისთვის განკუთვნილი დღიური თანხის ოდენობა გადაიხედოს.

მსგავსი