შვეიცარიაში უეფას შტაბ-ბინაში საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრა მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა. ერთა ლიგის დე დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან.
ერთა ლიგის გათამაშება პირველად ტარდება. დე დივიზიონის 16 ნაკრები გუნდიდან, ერთი გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.