უეფა-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებულ დებიუტს ულოცავს. როგორც უეფა-ს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყაროს მნიშვნელობა. „მინდა, მოგილოცოთ თქვენ და ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ“ – ვკითხულობთ წერილში.