კუსტბის წილების დათმობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქო სასამრთლოში.
სხდომაზე ხარძიანების ოჯახის მეგობარი ნიკოლოზ დოხნაძე იკითხება. მისი განმარტებით, მან ნახა გიორგი ხარძიანი, – ბესო ხარძიანის ძმა, – რომელიც იყო სასტიკად ნაცემი. მოწმის განმარტებით, ფიზიკური დაზიანებები მას გიორგი უდესიანმა ოფისში მიაყენა. მოწმის ინფორმაციით, უდესიანი ხარძიანისგან კუსტბის წილების დათმობას მოითხოვდა.